logo
ENG



"მოვდივართ ჭიათურიდან" - დღეს, 16:00 საათზე, პარლამენტთან მაღაროელების აქცია დაიგეგმა

19 ივნ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/pxz80jhfg1811lg.png

ჭიათურელი მაღაროელები პროტესტს თბილისში აგრძელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს თბილისში, პარლამენტთან, 16:00 საათზე აქციას გამართავენ.

"დღეს 16:00 საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს. მოვდივართ ჭიათურიდან", - აცხადებენ მაღაროელები.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. 

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა